დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, აბიტურიენტმა მარიამ აბრამიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო. კონკრეტულად: ქართული ენასა და ლიტერატურაში 60-დან 54, ინგლისურ ენაში 70-დან 65, ხოლო ისტორიაში 60-დან 56 ქულა მიიღო.
წარმატებულ აბიტურიენტს, მარიამ აბრამიშვილს სკოლის დირექცია ულოცავს მიღებულ ქულებს და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია კი აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება.