გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მიღწევები. ამჯერად სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს -ეთუნა ბარამიძეს, ანანო გუდავაძეს, მარიამ ჩიტაიშვილსა და ნიკა ბოლქვაძეს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.
„წინსვლა და წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე, მიზანდასახულო ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია.