მასწავლებლებისა და აბიტურიენტების შრომამ შედეგი გამოიღო - გურიანთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შედეგებს ულოცავენ
07-08-2024

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა შედეგებით ხარობენ. 

შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა და აბიტურიენტთა შრომამ შედეგი გამოიღო. კერძოდ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოქროს მედლის კანდიდატმა ლიზი ტოტოჩავამ მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა, ლევან გელიაშვილმა 45 ქულა, ხოლო საბა ჯაშმა 40 ქულა მიიღო

„წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულებს და ჩვენს სკოლას“- სასკოლო საზოგადოება საერთო სიხარულს იზიარებს. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203