„შედეგები მართლაც შთამბეჭდავია“- ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს
07-08-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.  როგორც სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი აღნიშნავს, მოსწავლეები, რომლებმაც მეთერტმეტე კლასი დაასრულეს მე-12 კლასში ახლა გადადადიან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ გამოცდილების მისაღებად გავიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მათ მაღალი ქულები მოიპოვეს. კონკრეტულად, მარიკო სიამაშვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 57, ხოლო ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მიიღო. ციცი სოსელიამ კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 55, ხოლო ინგლისურ ენაში 70-დან 63 ქულა მოიპოვა.

„შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, გილოცავთ“,- ამბობს სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203