ქუთაისის N19 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე თავიანთი ბრწყინვალე შედეგებით სკოლა ასახელეს.
გიორგი ჯაფარიძემ ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70 ქულა მიიღო, ისტორიაში 60 ქულიდან - 59, ხოლო დავით კაპანაძემ ინგლისურ ენაში - 69 და მათემატიკაში -51 ქულიდან 50 .
სკოლაში მოსწავლეთა შედეგებით ამაყობენ და როგორც აღნიშნავენ, მათ საუკეთესო აღზრდილებს წინსვლას უსურვებენ.
ბავშვების წარმატებით ასევე ძალიან ბენდიერი და ამაყია სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე, რომელმაც etaloni.ge-სთან საუბრისას თავი ემოციები ვერ დამალა და მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა: „ჩვენი მოსწავლეები სასწავლო პროცესში ძალიან აქტიურად იყნენ ჩართულნი. ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლებიც აბსოლუტურად მობილიზებულები იყვნენ, მონდომებულები, რომ ბავშვებს საუკეთესო შედეგები დაედოთ გამოცდებზე. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ასწავლიდნენ მოსწავლეებს. შესაბამისად, კარგ შედეგს ველოდით და ძალიან კამყოფილები ვართ. მეტიც შეიძლებოდა და ალბათ ასეც იქნება მომავალში.
ჩვენს კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებულ სტუდენტობას და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების ასპარეზზე. ყოველთვის ესახელებინოთ სკოლა და ქალაქი“.
იხილეთ ფოტოები: