ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებასა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. ამის ყველაზე ნათელი დასტურია ის, რომ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს - იზა ბოლქვაძეს, ანა ნაკაიძესა და თამარ ტყემალაძეს ულოცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სასურველ უმაღლესში მოხვედრას უსურვებენ, ამათან ახალგაზრდების ცხოვრების გზაზე უდიდეს წარმატებას უსურვებენ პედაგოგები.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. 9 აგვისტოს ჩათვლით კი აბიტურიენტებს ნაშრომების გასაჩივრება შეუძლიათ.