ლედგებეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია წოწორიამ ეროვნულ გამოცდებზე ცოდნა გამოსცადა და ბრწყინვალე ქულებიც დაიმსახურა
08-08-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, ამას მოწმობს მე-11 კლასის მოსწავლის ანასტასია წოწორიას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული წარმატება. 

მოსწავლემ ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადა, წელს ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მაღალი ქულებიც დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისურ ენის გამოცდაში მოპოვებული მაქსიმალური 70-დან 67 ქულა. 

მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი ფატი ბაღდავაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლის მიღწევებით ამაყობს. 

„გოგონა, რომელსაც რეპეტიტორთან არ უვლია. გულდასმით და მონდომებით ასრულებდა დავალებებს და აქტიურად იყო ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში“,- გვეუნბებიან სკოლაში და წელს უკვე აბიტირიენტს მომავალ წელს ასეთი და მეტი წარმატებით უსურვებენ გამოცდების ჩაბარებას.

აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტებთან ერთად, მე-11 კლასელებსაც შეუძლიათ გასვლა, თუმცა მათი შედეგები კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ სრული ზოგადი განათლება.

ეს პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ერთადერთ მიზანს ემსახურება - მომავალმა აბიტურიენტებმა ტესტირების გავლის გამოცდილება მიიღონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203