ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კურსდამთავრებულის - ნიკოლოზ ჩხიკვაძის წარმატებას აღნიშნავენ.
ნიკოლოზ ჩხიკვაძე წარმატებული მკლავჭიდელი გახლავთ, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
ნიკოლოზ ჩხიკვაძემ, მსოფლიოს შესარჩევ პირველობაზე მკლავჭიდში 80კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში დაიკავა პირველი ადგილი და მსოფლიოს პირველობის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს პირველობა 26 აგვისტოს მოლდოვეთში ქალაქ კიშინიოვში ჩატარდება.
სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ნიკოლოზს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.: