EMIS - მა სტაჟიორთა შერჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, ანაზღაურება და სხვა დეტალები ცნობილია
08-08-2024

2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოცხადებული სტაჟირების ვაკანტური ადგილები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 

 

https://emis.ge/about/vacancies

 

კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდებაპირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.

 

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.

 

კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება - GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა განთავსდება პორტალზე HR.GOV.GE.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...