ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ახლაგაზრდათა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ კურსდამთავრებულებმა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს. ამ ფაქტით სასკოლო საზოგადოება ძალიან ამაყობს. როგორც სკოლის დირექტორმა ელისო ჯიბლაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, აბიტურიენტებისგან მსგავსი ქულები მოლოდინი ჰქონდათ.
„რასაკვირველია, დადებითი მოლოდინი გვქონდა იმიტომ, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს. ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდა.
ჩარიცხვებთან დაკავშირებითაც, დადებითად ვართ განწყობილი. ჩვენ, ტრადიციულად, ყოველ წელს გვყავს ბავშვები, რომელებსაც 100, 70 და 50%-ანი გრანტი აქვთ. ველოდებით, რომ გრანტოსანი აბიტურიენტები წელსაც გვეყოლება“,- ამბობს სკოლის დირექტორი.
რაც შეეხებათ მაღალქულიან კურსდამთავრებულებს, მათ სხვადასხვა საგანში შემდეგი ქულები მიიღეს:
აღსანიშნავია, რომ მათი კლასის დამრიგებელი სოფიო კუპატაძე გახლდათ, რომელიც აბიტურიენტებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: