ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს სკოლას სულ 26 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან 16 აბიტურიენტი. აბიტურიენტთა უმრავლესობამ - 13-მა კურსდამთავრებულმა ზოგადი უნარების გამოცდას თავი წარმატებით გაართვა. სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან 1+4 პროგრამას.
„სკოლა ბოლო წლებში წარმატებებს აღწევს, ყოველ წელს ჰყავს აბიტურიენტები და მათი უმრავლესობა სტუდენტი ხდება. ეს ყოველივე სწორი ხედვისა და პედაგოგიური კოლექტივის თავდაუზოგავი შრომის შედეგია“,- ამბობენ სკოლაში.
რაც შეეხება კონკრეტულად აბიტურიენტთა ქულებს, მათ შემდეგი შედეგია:
1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.