გაიცანით ოქროს მედლის კანდიდატი მათე მამულია, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვა 
08-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდებით გამოწვეული მღელვარება აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. უკვე ყველა საგნის პირველადი შედეგი გამოქვეყნდა და ახლა ყველა საბოლოო პასუხებს ელოდება. 

ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღება, რასაკვირველია, ყველა აპლიკანტისთვის სასიხარულოა. ერთ-ერთი ასეთი აბიტურიენტი ოქროს მედლის კანდიდატი მათე მამულია გახლავთ. მან ქართულში - 57, ინგლისურში - 67, გეოგრაფიაში - 51, ხოლო მათემატიკაში 30 ქულა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ მათე მამულიას დედა, რიმა კუპრეიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგი გახლავთ. მამა - ირაკლი მამულია იურისტია, წლები მუშაობდა სენაკის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. ამჟამად, არის ადვოკატი. აღსანიშნავია, რომ მათეს ორივე ბებია არის პედაგოგი. თავად მათე მამულია კი, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსადმთავრებულია.

მათე მამულია სკოლისა და იქ გატარებული წლების შესახებ თავად საუბრობს. 

„სკოლა ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს. ჩემთვის სკოლა მეორე სახლია. პროფესიონალი მასწავლებლების გარემოცვაში გავატარე ჩემი ცხოვრების ულამაზესი 12 წელი. სკოლა ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. მადლობა თქვენ ზრუნვისთვის, უმეცრებასთან ბრძოლისთვის, თითოეული წუთისთვის, რომელიც ჩვენთვის გაიღეთ. მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა თქვენგან და ამიტომაც, სკოლა იყო ის ადგილი, სადაც დაცულად, ბედნიერად და ხალისიანად ვგრძნობდით თავს. მეც ძალიან მეიმედებოდით, რადგან ყოველთვის სწორად, მოსწავლეების საუკეთესო არჩევანისა და მათი ინტერესების მიხედვით მოქმედებდით“,- აღნიშნავს აბიტურიენტი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203