ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განათლება და მათი წარმატებული მომავალია.
სწორედ ამის დასტურია კურსდამთავრებულთა შედეგებიც. ახლა სკოლაში აბიტურიენტთა მიღწევით ხარობენ.
მათ სკოლის დირექცია და მასწავლებლები ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღებას ულოცავენ და მომავალშიც წარმატებებს უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში გამოქვეყნდა.