„ჩემი სოფიკო ჭიაურელი“ - თბილისის №54 საჯარო სკოლაში სპექტაკლი დადგეს
07-06-2018
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის №54 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზოში მათ მიერ შექმნილი „მწვანე ოაზისი“ გახსნეს და მაყურებელს სპექტაკლი - „ჩემი სოფიკო ჭიაურელი“ წარუდგინეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი, მხატვარი ნიკუშა შენგელაია ესწრებოდა. იხილეთ ფოტოები