ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და მიღწევებით ხარობენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა - გიგა ბოლქვაძემ, თორნიკე ბოლქვაძემ, დიანა ნათიძემ და ტარიელ დეკანაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - გიგა ბოლქვაძეს, თორნიკე ბოლქვაძეს, დიანა ნათიძეს, ტარიელ დეკანაძეს, სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, გილოცავთ!“,- ვკითხულობთ პედაგოგთა გავრცელებულ მისალოც წერილში.
ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს აბიტურიენტებს სკოლის დირექტორი მერი თავართქილაძე, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერია.
„ვულოცავ, ყველა კურსდამთავრებულს და განსაკუთრებით ჩემი სკოლის კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. სულ წარმატებული გზებით გევლოთ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მერი თავართქილაძე.