ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია ახალგაზრდა თაობის წარმატებაზე, განათლებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები სასკოლო საზოგადოებას სიხარულის მიზეზს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლის დირექტორი - რევაზ ძირკვაძე აბიტურიენტებს - ბორია ძირკვაძესა და ანრი ცეცხლაძეს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში გამოქვეყნდა.
იხილეთ ფოტო: