ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგებით განსაკუთრებით ის აბიტურიენტები ხარობენ, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის აბიტურიენტი ნინო ყოჩიაშვილია. მანდ ქიმიის გამოცდაში 63-დან 63 ქულა დაიმსახურა.
როგორც ნინო ყოჩიაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ქიმიის გამოცდა ძალიან მარტივი იყო. მეტიც, თავიდანვე გრძნობდა, რომ მაქსიმალურ შედეგს დადებდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აბიტურიენტს სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში სურს.
„ქიმიის გამოცდიდან გამოსვლისას, მართლა ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ფაქტობრივად, არც ერთ კითხვაში არ მეპარებოდა ეჭვი და სახლშიც რომ გადავამოწმე, დავრწმუნდი, შეიძლება მაქსიმალური ქულა მქონოდა. ქიმია მეოთხე საგანი იყო, მესამე კი ბიოლოგია. ამ საგანშიც მაღალი ქულა მაქვს.
ზოგადად, ჩემი აზრით, ქიმია მარტივი საგანი არ არის, მაგრამ ეროვნულების ტესტი მე პირადად მეადვილა. ჩემი მასწავლებელი მანანა გიკაშვილია. ის ძალიან კარგი პედაგოგია. სწავლის გაგრძელება სამედიცინო უნივერსიტეტში მსურს“,- თქვა ნინო ყოჩიაშვილმა.