ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „იავნანამ რა ჰქმნას“ მოდელირებული ვერსია შთამბეჭდავი სანახავია
09-08-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესები პრიორიტეტულია, ბავშვების როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

გასული სასწავლო წლის აქტივობებიდან აღსანიშნავია, ლიტერატურული ტექსტის მოდელირება - მინი სპექტაკლი, რომელის დადგმასაც მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაართვეს თავი. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ პერსონაჟები გააცოცხლეს და სპექტაკლად ნაქცევი მოთხრობის საკვანძო ფრაგმენტები გადაიღეს. 

მაგდანის როლი ნინო მეფარიძემ მოირგო, ქეთო - მარი აბულაძემ განასახიერა, ვიდეომონტაჟი კი ლილე ფანჩულიძე ეკუთვნის.

მოსწავლეთა კრეატიულობა, საქმისადმი დამოკიდებულება და სამსახიობო ოტატობა მართლაც აღმაფრთოვანებელია. 

„საქართველოს ისტორიის ავბედითი გამოძახილი... ათასობით დედის მკერდზე აწიწკნილი შვილი... ძევრის სკოლის „იავნანამ რა ჰქმნას“ მოდელირებული ვერსია“, მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. 

იხილეთ ვიდეორგოლი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203