უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკების სერია გრძელდება.
სკოლა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ზღაპრულ საზაფხულო არდადეგებს უზრუნველყოფს და ბავშვებს აქტიურ, საინტერესო, შემეცნებით და მხიარული თავგადასავალს სთავაზობს.
ერთმუშტად შეკრული „ძველი“ და ახალი თაობა, მზიანი და მხიარული დღეები ძევრის სკოლის საზაფხულო ბანაკში - „ცეროდენა“ სასიამოვნო სანახავია.
ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებია რიან - ელენე ჯიხვაშვილი, გიორგი გიორგაძე, გიორგი ხეცაძე, ლილე ფანჩულიძე, გიორგი ფხალაძე, ლიზი ბრეგაძე, მარიამ მეფარიძე, მარიამ რობაქიძე, ნიკა კუტალაძე, ნინი მაღლაკელიძე, ნინო მეფარიძე, ქრისტინე გიორგაძე, თაკო ხეცაძე, ვოვა ფანჩულიძე და ბარბარე კალატოზი (თავქალი).
იხილეთ ვიდეო: