უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას და შემდეგ კი განვითარებას დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ.
ამ მხრივ არ არის გამონკლისი საზაფხულო ბანაკი „ცეროდენა“, სადაც მოსწავლეებს უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აქვთ.
სკოლა მარიამ მესხს გვაცნობს, რომელიც გარდა სწავლა-განათლებისა სიმღერითაა გატაცებული.
„უზომოდ გვახარებს პატარა ტალანტების გამოჩენა. დაიმახსოვრეთ მარიამ მესხი ის აუცილებლად გაიელვებს ერთ მშვენიერ დღეს. გამოავლინე ნიჭი ძევრის სკოლასთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენას აგრძელებენ.
ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებია რიან - ელენე ჯიხვაშვილი, გიორგი გიორგაძე, გიორგი ხეცაძე, ლილე ფანჩულიძე, გიორგი ფხალაძე, ლიზი ბრეგაძე, მარიამ მეფარიძე, მარიამ რობაქიძე, ნიკა კუტალაძე, ნინი მაღლაკელიძე, ნინო მეფარიძე, ქრისტინე გიორგაძე, თაკო ხეცაძე, ვოვა ფანჩულიძე და ბარბარე კალატოზი (თავქალი).
იხილეთ ვიდეო: