ხიზაბავრის საჯარო სკოლის 4-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა 
08-08-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები არაერთ წარმატებას აღწევენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 5-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათგან 4-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ხოლო ერთმა პროფესიული სასწავლებელი აირჩია. 

სკოლაში თითოეული მათგანის მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203