უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ სკოლა, მიუხედავად, საზაფხულო არდადეგებისა, მაინც მუშაობს და მოსწავლეებს ბანაკში - „ძევრის სკოლა-2024-ცეროდენა“ მასპინძლობს.
ბანაკის საქმიანობის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან, არაერთ აქტივობაში ერთვებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბანაკის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ. ერთ-ერთი ასეთი სანდრო ფანჩულიძე გახლავთ, თბილისის N154 სკოლის მოსწავლე. მისი თქმით, ბანაკში ბავშვებისთვის უამრავი შესაძლებლობაა.
„ძალიან მომეწონა ეს პროექტი, რადგან აქ ბავშვები ძალიან ერთობიან. ბევრ ახალს ვსწავლობთ, რაც მომავალში გამოგვადგება. ისეთი შესაძლებლობებია, რაც ბავშვება შეიძლება გამოიყენონ. ძალიან კარგია, რომ ეს ბანაკი სკოლაში დაფუძნდა“,- ამბობს მოსწავლე.
იხილეთ ვიდეო: