უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, მოტივირებული, ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, არაერთ აქტივობას მართავენ. სულ მალე სკოლაში ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ მოდელირებული ვერსია დაიდგმება. დედა ეფემიას დიდაქტიკის ნაწილის წარდგენისას როლებში მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე კალატოზი და ვოვა ფანჩულიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მათ როლებს დიდი მონდომებითა და ოსტატობით ასრულებენ.
იხილეთ ვიდეო: