ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულ მარიამ გრიგოლიას მიღწეული წარმატებით ამაყობენ
08-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - მარიამ გრიგოლიას გამოცდებზე მიღწეული შედეგით ხარობენ და აბიტურიენტს დიდ წარმატებას უსურვებენ. 

ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა და პედკოლექტივი ამაყობს მარიამ გრიგოლიას ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგებით. გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ ყველა მიზნის რეალიზებას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ქუტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს აძლევენ ხარიხიან განათლებას, რაც შემდგომში მათ მიღწევებზე აისახება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203