„ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო... უცხო ენები ბავშვობიდან მიყვარდა და მინდოდა, რომ პროფესიად მექცია“- ანი კაკაბაძემ, ინგლისურში უმაღლესი 70 ქულა მიიღო
09-08-2024

„ვფიქრობ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო“,- ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, აბიტურიენტი - ანი კაკაბაძე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში, მაქსიმალური - 70 ქულა მიიღო. როგორც აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, მისი მოლოდინები გამართლდა და ამით გახარებულია. 

„სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე მსურს. გარდა ამისა, მინდა, რომ მეორე ენად გერმანული ავირჩიო. რაც შეეხება მოლოდინებს, სიმართლე გითხრათ, მაღალ ქულას ველოდი, რადგან უცხო ენები ბავშვობიდან მიყვარდა და მინდოდა, რომ პროფესიად მექცია. რეპეტიტორთან ბოლო 1 წელი ყველა საგანში დავდიოდი. სხვა საგნებშიც ისეთი ქულები მაქვს, რასაც ველოდი და ვფიქრობ, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. საბოოლოო შედეგებთან დაკავშირებით, დადებითად ვარ განწყობილი და გრანტსაც ველოდები“,- ამბობს ანი კაკაბაძე.

აბიტურიენტის მიღწევით მშობლიურ სკოლაშიც ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ანი კაკაბაძემ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები აიღო და ასახელა სკოლა და ოჯახი. წარმატებებს ვუსურვებთ ანის, არჩეულ პროფესიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203