ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და ახარებთ მათი მიღწევები.
სასიხარულოა, რომ სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ჭალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტობას. დაე, მათი შემდგომი გზები უფრო წარმატებული ყოფილიყოს, ოთხი კურსდამთავრებულიდან ოთხივე სტუდენტია - ეს სკოლის წარმატებაცააა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: