გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და ცნობარის განახლებულ ვერსიას სთავაზობს.
„გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი 2024 წლის ცნობარის განახლებულ ვერსიას. დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის მოცემულია განახლებული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
აბიტურიენტთა ცნობარში გამოსაცდელი აგრეთვე გაეცნობა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს.