ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ და ახარებთ კურსდამთავრებულთა შედეგები.
სასიხარულოა, რომ ვაქირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. წელს სკოლას სამი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს და მათ სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგებით ასახელეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ვაქირის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ლიკა მოსაშვილს, ნინო ხელაშვილს, გივიკო ხელაშვილს, ლუკა კვირიკაშვილს და კახა ბიჭიაშვილს ულოცავენ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და წარმატებებს უსურვებენ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და აბიტურიენტთა გულშემატკივროაბას აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები: