ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დავით ბერიკაშვილი ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებს.
მოსწავლე ბაკურიანში სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს სტუმრობს.
საზაფხულო ბანაკი შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს.
საზაფხულო ბანაკი დატვირთულია სახალისო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით.
მოსწავლე აქტივობებში ხალისით არის ჩართული, ბევრ ახალს შეიმეცნებს, დროს ხალისინად ატარებს და ახალ სასწავლო წელს განახლებული ენერგიითა და დიდი შემართებით ელოდება.
იხილეთ ფოტოები: