ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია, აბიტურიენტები, რომლებმაც ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს, სტუდენტობის მოლოდინში არიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა, სადაც კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ, აბიტურიენტთა მიღწევებს გვიზიარებს.
ირაკლი ცერცვაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 50 ქულა მოიპოვა, ნიკა ხითაროვმა ინგლისურ ენაში ისახელა თავი და მაქსიმალური 70 ქულიდან 67 აიღო. ლუკა დუდუჩავამ რუსულ ენაში 53 ქულა დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წელს სკოლას ხუთი კურსდამთავრებული ჰყავს, ხუთივე ვაჟები. სკოლაში კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან და მათ წარმატებულ მომავალსა და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: