ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარიხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც შემდგომში მათ მიღწევებზე აისახება.
წელსაც, სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს და სკოლა ასახელეს.
მათ შორის არის მე-12დ კლასის (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე , ინგლისურის მასწავლებელი ნატო ქუთათელაძე) კურსდამთავრებულები - მათე ბიბიჩაძე, სანდრო კაპანაძე და ირაკლი მორჩაძე, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა დაიმსახურეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღეწევები ახარებთ და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა, აბიტურიენტები, რომლებმაც ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს, სტუდენტობის მოლოდინში არიან.
იხილეთ ფოტოები: