ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა, აბიტურიენტები, რომლებმაც ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს, სტუდენტობის მოლოდინში არიან.
საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები, რომელთაც მათ განათლებაში დიდი შრომა ჩადეს და მათი აქტიური მხარდამჭერები არიან.
„ვამაყობ, ჩემი მოსწავლეებით! და ეს ხმამაღლა შემიძლია ვთქვა ყველგან. ყველამ მაღალი ქულით ჩააბარა გამოცდა თუმცა, არც ერთმა მათგანმა გამოაქვეყნა შედეგები. კი ვიცოდი რომ ჩამოყალიბებული და სულიერად ძლიერი ბავშვები მყავს, მაგრამ არც ასეთი დიდი მოლოდინი მქონდა. მიყვარხართ ჩემო საუკეთესო ბავშვებო და გილოცავთ ყველას წარმატებულ ქულებს“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ მჭედლიძე.