სამიქაოს საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ელენა ჭალაგანიძე-ჯანგველაძეს გლოვობს
09-08-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - ელენა ჭალაგანიძე-ჯანგველაძეს ემშვიდობება. 

ელენა ჭალაგანიძე-ჯანგველაძე 1965 წლიდან 2020 წლამდე სკოლაში მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. მას ახასიათებენ, როგორც ღრმად პატივსაცემ, საკუთარ პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებულ პიროვნებას.

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ სკოლასა და ოჯახს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203