სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
აბიტურიენტებს - მარიამ ნანდოშვილს, თათია მანგოშვილსა და თეონა კოკილაშვილს სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა მოწყობილი.
„მარიამ ნანდოშვილს, თათია მანგოშვილს თეონა კოკილაშვილს ვულოცავთ სტუდენტობას, ვუსურვებთ წარმატებებს, ქვეყნის სასიკეთო საქმეებსა და პირად ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია.