ახმეტის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.
მათ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ამის დასტური სწორედ აბიტურიენტთა მიღწევებია. 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - ქეთევან მამულაშვილმა, ნიკოლოზ შავგულიძემ, ნათია ერთგულაშვილმა, დავით ჯიმშიტაშვილმა, ნიკოლოზ ალბუთაშვილმა, თემური გრძელივანიშილმა და მოსე სამუკაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოცდილების მიღების მიზნით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეებიც გავიდნენ, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასებები მიიღეს.
„მათ გაამართლეს ჩვენი სკოლის და პედაგოგების იმედები, სკოლა ამაყია და ზეიმობს მათ წარმატებას, ვულოცავთ და ვლოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის და სრულიად საქართველოს ყველა აბიტურიენტს და ვულოცავთ სტუდენტობას“,- ამბობს სკოლის დირექტორი მაია გაგუნაშვილი.