ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯუნა ცხოვრებაძე და პედაგოგები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
სწორედ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯუნა ცხოვრებაძე, ქიმია/ბიოლოგიის პედაგოგი - ხათუნა ქოქოშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი - ჯილდა ივანიძე The Social Club -Leave a Footprint . სოციალური კლუბის - „დატოვე კვალის“ დამფუძნებლები არიან.
აღნიშნული კლუბის მუშაობის ფარგლებში, ბებნისის საჯარო სკოლის ორგანიზებით, თამაზ ბექაიას ფონდის ხელშეწყობით და კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ჩართულობით, პროექტი - „ნემსის ყუნწში ჩატეული სამყარო“ განხორციელდა. მის ფარგლებში ამავე ცენტრის ბენეფიციარებმა თარგზე მუშაობა ისწავლეს და შეკერეს ქისები, რომლებიც შემდგომ საჩუქრად გადაეცათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.
იხილეთ ფოტო: