ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღებული შედეგებით ხარობს.
კურსდამთავრებულებმა ზოგადი უნარების გამოცდას თავი წარმატებით გაართვეს. სკოლაში კი იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას.
რაც შეეხება კონკრეტულად აბიტურიენტთა ქულებს, იხილეთ მათი შედეგი:
1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, აგრძელებენ სწავლას სასურველ ფაკულტეტზე.
იხილეთ ფოტოები: