მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები სასკოლო საზოგადოებას მიღწევებით ხშირად ანებივრებენ. ახლაც, სკოლაში აბიტურიენტთა შედეგებით ხარობენ.
სკოლის დირექტორი - გიორგი ანჯაფარიძე და პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია.