გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე მუდმივად ზრუნავენ.
სასკოლო საზოგადოება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულად ეხმიანება. ამჯერად, სკოლაში აგვისტის ომის გმირი, ამავე სკოლის კურსდამთავრებული, მაიორი გელა ჭედია გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის ეზოში შეკრებილ სტუმრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარუდგინეს და გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გელა ჭედია 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას სოფელ ფრისის ტერიტორიაზე, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან წვერიახოს მთასთან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
იხილეთ ფოტოები: