საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. მნიშვნელოვანია გაითავილსწინოთ რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 13 აგვისტოდან დაიწყო აპელაციები საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასულთათვის. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. აპელაციების მიღება შესაძლებელია 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას
ამასთან აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას. აღნიშნულთან დაკავშირებით აპლიკანტებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუშლიათ გზამკვლევში. დოკუმენტში ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომელი უნები ითხოვენ შიდა გამოცდების ჩაბარებას, რა კოეფიციენტები აქვთ მინიჭებული ამა თუ იმ ნაწილისთვის და ა.შ.
გაეცანით გზამკვლევს