ვერცხლისმედალოსნები 400-ს, ოქროსმედალოსნები კი 500 ლარს მიიღებენ - ბიუჯეტი 2024
13-08-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ყოველ წელს დაჯილდოვდებიან - ოქროსმედალოსნები 500, ვერცხლისმედალოსნები კი 400 ლარს მიიღებენ.

„ყოველ წელს დაჯილდოვდებიან მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები. აღნიშნული ღონისძიება იქნება დიდი სტიმული ახალგაზრდებისათვის იყვნენ უფრო მეტად წარმატებულნი, მიიღონ სათანადო განათლება... ამ კამპანიის ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. მათ შორის ოქროსმედალოსნებს 500 ლარი, ვერცხლისმედალოსნებს - 400 ლარი“, - ნათქვამია საკრებულოს დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...