წარმატებული პედაგოგები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი
17-08-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ყოველ წელს დაჯილდოვდებიან - ოქროსმედალოსნები 500, ვერცხლისმედალოსნები კი 400 ლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი წარმატებული პედაგოგები მიიღებენ 1000 ლარს:

„მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდებიან ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...