მარტყოფის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების წარმატება ეროვნულ გამოცდებზე - საბა ძამაშვილმა ინგლისურში 70 ქულა მიიღო
13-08-2024

ახლა აბიტურიენტების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მართალია, მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე იციან, თუმცა საბოლოო ჩარიცხვებს ელოდებიან. 

მანამდე კი, გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ. 

გამოცდები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - საბა ძამაშვილმა, დალი კეჟერაშვილმა, მარიამ ლორიაშვილმა, ქეთი ებილაშვილმა და ანანო ყურაშვილმა წარმატებით ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ საბა ძამაშვილმა ინგლისურ ენაში, უმაღლესი - 70 ქულა მოიპოვა. როგორც აბიტურიენტი etaloni.ge-სთან ამბობს, შედეგით გახარებულია. 

„როდესაც ვემზადებოდი, ინგლისურის ტესტს საკმაოდ კარგად ვწერდი და მაღალ ქულას ველოდებოდი, მაგრამ უმაღლესი რომ ავიღე, მაინც ძალიან გამიხარდა. სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა. ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ეს იყო. სხვა საგნების ქულებს რაც შეეხება, იქაც დამაკმაყოფილებელი შედეგი მაქვს“,- ამბობს საბა. 

სკოლაში კი თითოეული აბიტურიენტის წარმატებით ხარობენ.

„ვულოცავთ ყველას! ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ, ჩვენო საამაყოებო“,- ამბობენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203