თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.
იქ ახალგაზრდებს წარმატებაზე სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე და პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ახლა სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტების წარმატებით ხარობს.
ეროვნული გამოცდები წარმატებით სამმა კურსდამთავრებულმა - გიორგი ფუტკრძემ, გიორგი სურმანიძემ და მარი ბერიძემ ჩააბარეს.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. აწ უკვე სტუდენტების ამპლუაში მოგვევლინებით, გახსოვდეთ, წინ დიდი გზა გელით, გისურვებთ უდიდეს შემართებასა და დაუსრულებელ წარმატებას“,- წერს სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე.
იხილეთ ფოტოები: