გთავაზობთ, 2024 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა შემდეგი სახით:
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);
ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).