შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის მასწავლებელთა გუნდი მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი წარმატებული კურსდამთავრებულებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ამჯერადაც, სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტების - თამრიკო მაკარაძის, ლელა ფუტკარაძისა და კაკო ფუტკარაძის მიღწევით ამაყობს.
მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. კურსდამთავრებულთა წარმატებასაც სწორედ ეს განაპირობებს.
იხილეთ ფოტო: