ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომელებიც როგორც მოსწავლეთა, ისე საკუთარ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ასეთი პედაგოგები არიან მაია დავითაშვილი და ირმა ჟღენტი, რომელთა ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ამჯერად კი, მათ მასწავლებლის კომპტენეციის დამდასტურებელ გამოცდაზე საგანი - სპორტი წარმატებით ჩააბარეს.
სასკოლო საზოგადოება მაია დავითაშვილისა და ირმა ჟღენტის მიღწევით ხარობს, მათ კოლეგები კარიერულ წინსვლასა და უდიდეს წარმატებას უსურვებენ.