წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მშობლიური სკოლა ასახელეს. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეულად მაღალი ქულები ანასტასია ლობჟანიძემ მიიღო. მან ქართულში 60-დან 55, ინგლისურში 70-დან 67, ხოლო ისტორიაში 60-დან 59 დაიმსახურა. გარდა ამისა, ინგლისურ ენაში მაღალი შეფასებები მიიღეს აბიტურიენტებმა - ელენე ჭოლოკავამ (70/70 ქულა), ანა გვენეტაძემ (70/69 ქულა) და ლიზი ჭოლოკავამ (70/65 ქულა).
„სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი უსაყვარლესი კურსდამთავრებულებით. ყოველი მათგანი, უპირველეს ყოვლისა, კეთილშობილებით და ადამიანური თვისებებით გამოირჩევა, რაც ვფიქრობთ, რომ მთავარია, მაგრამ რა ბედნიერებაა, როცა ამ თვისებებს თან ახლავს დიდი წარმატებებიც.
ჩვენმა კურსდამთავრებულებმა კარგად გაართვეს თავი ეროვნულ გამოცდებს. მათ ასახელეს მშობლიური სკოლა და მასწავლებლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ კურსდამთავრებულებს“, - ასე აფასებენ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულთ მიღწევებს.