თბილისის N28 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების განვითარებასა და განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მათი შრომის შედეგი კი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულთა წარმატებაში აისახება.
ახლაც, აბიტურიენტებმა - თაკო გიგოლაშვილმა, საბა კენჭოშვილმა და ნიკოლოზ მარტიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
„ისინი ეროვნულ გამოცდების შედეგების მიხედვით, მომავალი სტუდენტები გახდებიან. ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია.