„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
17-08-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა. ტრაგიკულ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და ოჯახს თანაუგრძნობენ. 

როგორც etloni.ge - ს დირექტორის მოადგილემ, პირიმზე რურუამ განუცხადა, გიორგი ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, ის დონორის მოლოდინში იყო, თუმცა სამწუხაროდ, ოპერაცის ჩატარებამდე გარდაიცვალა. 

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა: „ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე…

მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…“

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მესამეკლასელი გიორგი დოლიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო  და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მის მასწავლებლებს კლასელებსა და სკოლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203